მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Watara Supervision (ბრიტანეთში ცნობილი როგორც QuickShot Supervision[2]) — მეოთხე თაობის 8 ბიტიანი, მონოქრომული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია Watara-ს მიერ 1992 წელს.[3][4] Supervision-ს კომპლექტში მოჰყვებოდა ოთხი ბატარეა, ყურსასმენები[4] და თამაში სახელად „Crystball“, რომელიც გარკვეულწილად წააგავდა Atari, Inc.-ის არკადულ თამაშს „Breakout“. აგრეთვე გამოდიოდა კონსოლის სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის: Tai-Kerr Boy (ჩინეთი), Vini Supervision (დანია), Quickshot Supervision (დიდი ბრიტანეთი), Hartung Supervision (გერმანია და ნიდერლანდები) და Audio Sonic Supervision (საფრანგეთი და იტალია).[5]
იმ დროში Supervision, ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ განვითარებულ მოწყობილობად ითვლებოდა. იგი გამოიყენებდა 8-ბიტიან 65C02-ის ცენტრალურ პროცესორს 4 მჰც ტაქტური სიხშირით, 6,1×6,1 LCD ეკრანს 160×160 პიქსელებით.[6] კვება გააჩნდა ორი სახის: 4 ცალი AA ბატარეები და 6 ვოლტიანი AC/DC ადაპტერი. კორპუსზე განთავსებული იყო კარტრიჯისა და ყურსასმენების ბუდეები, კონტროლერის ხუთი ღილაკი (მიმართულების პადი, ორი სათამაშო ღილაკი, start/pause და select), ხმის/კონტრასტის მარეგულირებელი[3] და D-სუბმინიატურული მაერთებელი მეორე კონსოლთან დასაკავშირებლად მრავალმოთამაშიან რეჟიმში სათამაშოდ. მას აგრეთვე გააჩნდა სტანდარტულ ტელევიზორზე მიერთების შესაძლებლობა სპეციალური მოწყობილობა TV Link-ის საშუალებით.[7]
გამოსვლისთანავე Supervision-მა ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო (ძირითადად დაბალი ფასის გამო), მიუხედავად იმისა, რომ იგი ტექნიკურად აღემატებოდა მის კონკურენტ Game Boy-ის, უხარისხო ეკრანისა და თამაშების სიმცირის გამო ვერ შეძლო ბაზარზე ფეხის მოკიდება. შედეგად, 1996 წელს მისი წარმოება შეწყდა.[8] საერთო ჯამში სისტემაზე ხელმისაწვდომი იყო 70 თამაში, რომელთა უმეტესობა შეიმუშავა Watara-მა. თუმცა მასზე გამოვიდა მესამე მხარის დეველოპერების თამაშებიც, მათშ შორის: „Travellmate“, „Bon Treasure“, „GTC Inc.“, „Thin Chen Enterprise (Sachen)“ და „Hartung“.
|
---|
| სახეობები | |
---|
| თაობები | |
---|
| მეოთხე თაობა |
|
---|
| |
|