touch (იუნიქსი)
იერსახე
touch — იუნიქსის ბრძანება, რომელიც ცვლის ფაილის ბოლო გამოყენების და შეცვლის თარიღს. აგრეთვე შესაძლოა ცარიელი ახალი ფაილის შექმნა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროგრამა touch სულ პირველად იქნა გამოშვებული AT&T-ს იუნიქსის მეშვიდე ვერსიასთან ერთად. მისი ვერსია აგრეთვე არსებობს GNU coreutils პროგრამების კრებულში.
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროგრამა touch ახარისხებს სხვადასხვა პარამეტრებს:
- -a: ცვლის მხოლოდ ფაილის ბოლო გამოყენების თარიღს
- -c: თუ ფაილი არ არსებობს მაშინ ახალ ფაილს არ ქმნის და შეტყობინებას არ იძლევა
- -m: ცვლის მხოლოდ ფაილის შეცვლის თარირს
- -r ფ���ილი: მხოლოდ ფაილის ბოლო გამოყენების და შეცვლის თარიღის გამოყენება
- -t თარიღი: ცვლის ფაილის ბოლო გამოყენების და შეცვლის თარირს (სპეციალური ფორმატის მიხედვით. დაბლა ნახეთ)
თარიღის ფორმატია: [[cc]yy]MMDDhhmm[.ss]
რაც "[" და "]" შორისაა, არ არის აუცილებელი.
- cc: წლის ორი პირველი რიცხვი
- yy: წლის ორი ბოლო რიცხვი
- MM: თვის წარმომადგენელი ორი რიცხვი
- DD: დყე, ორი რიცხვი
- hh: საათი, ორი რიცხვი
- mm: წუთი, ორი რიცხვი
- ss: წამი, ორი რიცხვი
მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]example.txt ფაილის შექმნა:
# touch example.txt
თარიღების შეცვლა:
# touch -t 200701310846.26 index.html # touch -d '2007-01-31 8:46:26' index.html # touch -d 'Jan 31 2007 8:46:26' index.html
index.html ფაილის თარიღი ხდება 2007 წლის 31 იანვარი, 8 საათი, 46 წუთი და 26 წამი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ინგლისური) touch specification from the Single Unix Specification
- (ინგლისური) The ntouch/dtouch page
- (ინგლისური) examples showing how to use touch დაარქივებული 2008-11-03 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) touch — manual page from GNU coreutils
- (ინგლისური) touch — manual page from OpenBSD
|