შინაარსზე გადასვლა

Pseudoboletus parasiticus

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Pseudoboletus parasiticus

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pseudoboletus parasiticus (Bull.) Šutara, 1991

Pseudoboletus parasiticusფსევდობოლეტუსის გვარის სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. იშვიათი სოკოა. გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ რეგიონს.

დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. იზრდება ფოთლოვან ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე. პარაზიტობს სკლეროდერმას გვარის სოკოების ცოცხალ ნაყოფსხეულებზე.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა ბოტანიკოსმა პიერ ბიულიარმა 1790 წელს როგორც Boletus parasiticus. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ჩეხმა მიკოლოგმა იოზეფ შუტარამ 1991 წელს.

სამეცნიერო სინონიმები

  • Boletus parasiticus Bull., 1790 basionym
  • Versipellis parasitica (Bull.) Quél., 1886
  • Ceriomyces parasiticus (Bull.) Murrill, 1909
  • Xerocomus parasiticus (Bull.) Quél., 1888

ქუდის დიამეტრი — 2-7 სმ, ამოზნექილი ფორმის, შეხებისას ოდნავ ხავერდოვანია და ცოტათი ზეთიანი, ქუდის ფერი — ყვითელი, ღია-თხილისფერი ჟანგმიწისფერ-ყავისფრამდე.

რბილობი — ღია-ყვითელი, თითქმის გემოსა და სუნის გარეშე, არ ლურჯდება.

ჰიმენოფორი — დაღმავალი, მილაკები 3 —7 მმ, ფორები ლიმნისფერ-ყვითელი ჟანგისფერ-ყავისფრამდე. ფართე, როგორც წესი წიბოვანი კიდეებით.

ფეხის სიგრძე — 3-6 სმ, სისქე — 0,8-1,5 სმ, მთლიანი, ცილინდრული.

სპორების მტვერი — ზეთისხილისფერ-ყავისფერი, სპორები — 15×5 მკმ, თითისტარისებრი.

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ რეგიონს.

იშვიათი სოკოა. შეტანილია ბელგიის, სლოვაკეთის, დანიის, ლიეტუვისა და გერმანიის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[1]

პარაზიტობს სკლეროდერმას გვარის სოკოების ცოცხალ ნაყოფსხეულებზე. გვხვდება სხვადასხვა სახის ფოთლოვან ტყეებში, აგრეთვე ტყეებს გარეთ, მხოლოდ მჟავე, ტორფიან და სილიან ნიადაგზე.[2]

სეზონი — ხაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა.[3] თუმცა არასასიამოვნო გემოს გამო ზოგიერთი სახელმძღვანელო არასაჭმელ სოკოდ მოიხსენიებს.

  • Грибы / Пер. с итал. Ф. Двин — М.: „ООО Издательство АСТ“: ООО „Издательство Астрель“, 2004. — С.303. ISBN 5-17-009961-4
  • Дермек А. Грибы. — Братислава: изд-во „Словарт“, 1989.
  • Лессо Т. Грибы: определитель — М.: „ООО Издательство АСТ“: ООО „Издательство Астрель“, 2003. — С.304. ISBN 5-17-020333-0
  • Сержанина Г. И., Шляпочные грибы Белор��ссии, Мн.: Наука и техника, 1984.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1. 
  2. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  3. Nuhn ME, Binder M, Taylor AF, Halling RE, Hibbett DS (2013). „Phylogenetic overview of the Boletineae“. Fungal Biology. 117 (7–8): 479–511. doi:10.1016/j.funbio.2013.04.008. PMID 23931115.