შინაარსზე გადასვლა

Got7

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Got7-ის გამოსვლა 2015 წლის კეი-პოპ ფესტივალზე

Got7 (კორ. 갓세븐) — სამხრეთ კორეული კეი-პოპ ბოიბენდი, რომელიც ჩამოაყალიბა JYP Entertainment-მა 2014 წელს. Got7 შედგება შვიდი წევრისგან: ლიდერი JB, მარკი, ჯინიონი, ჯექსონი, იონგჯე, BamBam, და იუგიომი. ჯგუფი შედგება მრავალნაციონალური წევრებისგან სამხრეთ კორეიდან, ჰონგ კონგიდან, ტაილანდიდან და შეერთებული შტატებიდან.

Got7-მა თავისი დებიუტი EP-ით, „Got It?“ 2014 წლის 20 იანვარს ჰონდათ. 2014 წლის 22 ოქტომბერს, მათ დებიუტი ჰქონდათ იაპონიაში მათი პირველი იაპონური სინგლით „Around the World“.

2014 წელს ჯგუფმა თავისი მუშაობისთვის მოიგო საუკეთესო ახალი არტისტის ჯილდო Seoul Music Awards-ზე და მიიღო სამ ნომინაციაში 29-ე „Golden Disk Awards“-ზე Newcomer Award-სა და China Goodwill Star-ის ჯილდო.

2016 წლის 21 მარტს, მათ გამოუშვეს მეხუთე მინი ალბომი, „Flight Log: Departure“, რომლის სიმღერების სათაურებია „Fly“ და „Home Run“. [1]

2012 წელს ჯგუფის ორ წევრს, JB-სა და Jr.-ს, თავდაპირველად დებიუტი ჰქონდათ როგორც პოპ დუეტს JJ Project სიმღერით „Bounce“, ამ დროს კი მარკი, ჯექსონი, BamBam და იუგიომი მონაწილეობას იღებდნენ Mnet-ის შოუ გადარჩენისთვის „Who is Next: WIN“ მეოთხე ეპიზოდში, რომელიც 2013 წლის 2 სექტემბერს გამოვიდა.[2]

2014:დებიუტი სიმღერებით „Got It?“, „Got Love“, „Identify“ და Around the World

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Got7-ის გამოსვლა M! Countdown-ზე

ჯგუფმა თავისი პირველი EP „Got It?“ 2014 წლის 20 იანვარს. ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი Billboard-ების მსოფლიო ალბომის ჩარტებში t[3] და იყო ნომერი 2 Gaon-ის ალბომების ჩარტებში.[4] Got7-ს ოფიციალური დებიუტი 2014 წლის 16 იანვარს M! Countdown-ზე ჰქონდათ, სადაც წარადგინეს სინგლი „Girls Girls Girls“.

Got7 შეუერთდა იაპონიის Sony Music Entertainment-ს რომ გაეგრძელებინა საქმიანობა იაპონიაში და 4 აპრილს ტოკიოში გამოსვლაც დაგეგმეს.[5][6]

მათი მეორე მინი ალბომი, „Got Love“, რომელიც გამოვიდა 23 ივნისს, იმავე დღეს კი მუსიკალური ვიდეო სახელად „A“, რომლის პროდიუსერიც და ტექსტის ავტორიც იყო J.Y. Park.[7][8] 2014 წლის ნოემბერში, ჯგუფმა გამოუშვა თავისი პირველი სრული ალბომი სახელად, „Identify“, ასევე მუსიკალური ვიდეო სახელად „Stop Stop It“.[9] Identify-მ გამოსვლის პირველივე კვირას დაიკავა წამყვანი ადგილები Gaon-ის საკვირაო ალბომის გაყიდვების ჩარტებში და „Stop Stop It“-მ კი მეოთხე ადგილი დაიკავა Billboard-ის მსოფლიო სიმღერების ჩარტებში.[10][11]

2015: „Love Train“, „Just Right“, „Laugh Laugh Laugh“ და „Mad“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015ბ წლის 10 ივნისს ჯგუფმა გამოუშვა მეორე იაპონური სინგლი „Love Train“. სინგლმა მეოთხე ადგილი დაიკავა Oricon-ის სინგლების ჩარტებში, ასევე იაპონურ რინგტონების ჩატებში Recochoku.[12]

ჯგუფმა მესამე მინი ალბომი „Just Right“ 2015 წლის 13 ივლისს გამოუშვა.ალბომის მთავარ სიმღერასაც იგივე სახელი ჰქვია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა Billboard-ის მსოფლიო ციფრული სიმღერების ჩარტებში, სამი კვირის განმავლობაში სიმღერა ისევ დარჩა საუკეთესო სამეულში.[13]

ჯგუფმა მესამე იაპონური სინგლი „Laugh Laugh Laugh“ 23 სექტემბერს გამოუშვა.[14] გამოსვლის პირველივე დღეს ალბომი 14000 ცალი გაიყიდა და დაიკავა პირველი ადგილი Oricon-ის სინგლების ჩარტებში.[15]

Got7-მა მეოთხე EP, „Mad“ 29 სექტემბერს გამოვიდა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად სახელად, „If You Do“.[16] ამ სიმღერას მოჰყვა ზამთრის სიმღერა „Confession Song“.

2016:„Flight Log: Departure“ და „Fly“ ტური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 21 მარტს Got7-ის მეხუთე მინი ალბომი, „Flight Log: Departure“ გამოვიდა.[17] „Flight Log: Departure“-მა მეორეე ადგილი დაიკავა Billboard-ის Heatseekers-ის ალბომების ჩარტში, ასევე მეორე ადგილი დაიკავა Billboard-ის მსოფლიო ალბომების ჩარტებში.

12 აპრილს, Got7-მა ციფრულ ფორმატში გამოუშვა „Home Run“, მეორე სიმღერა ალბომისთვის „Flight Log: Departure“.

Got7-მა პირველი სოლო კონცერტი, „Fly Tour“ 29-30 აპრილს დანიშნა სეულში. ზაფხულში ტური კი ასევე გაგრძელდებოდა ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, სინგაპურში და აშშ-ში.[18]

[19][20][21]

  • მარკი (კორ. 마크), მარკ ი-იენ ტუანი, ან ტუან ი ენი (段宜恩), (დ. 1993 წლის 4 სექტემბერს), ყველაზე უფროსი წევრი. ის არის ტაივანური წარმოშობის ამერიკის მოქალაქე , რომელიც პატარაობის ასაკში ბრაზილიასა და პარაგვაიში ცხოვრობდა, მანამ სანამ მისი ოჯახი აშშ-ში არ დაბრუნდა. მან მოსმენა გაიარა აშშ-ში 2010 წელს და იმავე წელს წავიდა სამხრეთ კორეაში კომპანიაში სავარჯიშოდ.
  • JB (კორ. : 제이비), იმ ჯე-ბო���ი , (დ. 1994 წლის 6 იანვარს), არის ლიდერი. JB თანაჯგუფელ Junior-თან ერთად, JYP Entertainment-ს 2009 წელს შეუერთდა . სანამ ისინი Got7-ს შეუერთდებოდნენ JB და Junior ასევე იყვნენ დუეტის JJ Project-ის წევრები.[22] JB არის მთავარი ვოკალისტი, ასევე bboy და მსახიობიც კი. მას ერთ-ერთ KBS-ის ძალიან პოპულარულ დრამაში Dream High მისცეს მოცეკვავის პატარა როლი, რომელიც 2011 წელს გამოვიდა, მაგრამ შემდეგ დრამის მეორე სეზონში Dream High 2 მას ერთ-ერთი მთავარი როლი მისცეს. ის არის ასევე კომპოზიტორი, პროდიუსერი. ის წერს სიმღერის ტექსტებს ჯგუფისთვის, რომელიც ოფიციალურ ალბომშიც კი იყო შესული.
  • ჯექსონ ვანგი|ჯექსონი (კორ. 잭슨), (დ. 1994 წლის 28 მარტს), წარმოშობით არის ჰონგ კონგიდან, ის არის ეროვნული ფარიკაობის ნაკრების წევრი. 2011 წელს, მან მოიპოვა ორი ოქროს მედალი Asian Junior Olympics-ზე ტაილანდში. მისი ოქროს მედლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ ამის შემდეგ დართავდნენ ნებას მშობლები, რომ ჯექსონი კორეის კონპანიაში წასულიყო სავარჯიშოდ. ჯექსონს ოთხ ენაზე შეუძლია საუბარი: კანტონურად, ინგლისურად, ჩინურად(მანდარინი) და კორეულად.
  • ჯინიონი (კორ. 진영), ადრე Junior (კორ. 주니어), პაკ ჯინ-იონი (დ.1994 წლის 22 სექტემბერს). მან წარმატებით გაიარა გასაუბრება JYP Entertainment-ში 2009 წელს ჯგუფის ლიდერ JB-სთან ერთად. ადრე მას ჰქონდა დებიუტი JB-სთან ერთად JJ Project-ში.[22]
  • იონგჯე (კორ. 영재), ჩოი იონგ-ჯე (დ.1996 წლის 17 სექტემბერს). ის ჯგუფის ერთ-ერთი ვოკალისტი. 2013 წელს, მას შემდეგ რაც მან გაიარა გასაუბრება Mokpo-ს მუსიკალურ სკოლაში, იგი შევიდა JYP-ის სწავლების სისტემაში . იოუნგჯე მხოლოდ შვიდ თვეს ვარჯიშობდა კომპანიაში და იყო ბოლო წევრი, რომელიც ჯგუფს დებიუტამდე შეუერთდა.
  • BamBam (კორ. 뱀뱀), კუნპიმუკ ბჰუვაკული (ტაი. กันต์พิมุกต์ ภูวกุล), (დ.1997 წლის 2 მაისს). ის არის ჯგუფის რეპერი. BamBam არის ბანგკოკიდან (ტაილანდი), მან გასაუბრება გაიარა პატარა ასაკში და გაემგზავრა კორეაში სავარჯიშოდ. მისი დედა არის ძალიან დიდი გულშემატკივარი კეი-პოპისა და ბანგკოკშ აქვს კორეული რესტორანი.
  • 'იუგიომი (კორ. 유겸), კიმ იუ-გიომ, (დ.1997 წლის 17 ნოემბერს). ის არის ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი . მეშვიდე კლასში ის ჩაირიცხა სკოლის მოცეკვავეთა ჯგუფში, ამან საშუალება მისცა შემდგომ წლებში ყოფილიყო JYP-ის კომპანიის ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 29th Golden Disk Awards Day 1: WINNER, GOT7 Receive Best New Artist, Taeyang Wins Digital Single Grand Prize. kpopstarz. ციტირების თარიღი: June 20, 2015.
  2. WIN : WHO IS NEXT episode 4_ YG vs JYP ! 배틀의 결과는?!. YouTube. September 14, 2013.
  3. Benjamin, Jeff (January 31, 2014). „Hyorin Earns Third K-Pop No. 1, GOT7 Tops World Albums“. Billboard K-Town. ციტირების თარიღი: January 22, 2015.
  4. 2014년 05주차 Album Chart Korean. Gaon Chart. Korea Music Content Industry Association. ციტირების თარიღი: February 17, 2015.
  5. Got7 Signs With Record Label Sony Japan: Group To Make Japanese Debut In April. kpopstarz.com. ციტირების თარიღი: 21 July 2015.
  6. JYP Rookie GOT7 to Debut in Japanese Sports Arena on April 4th. kpopstarz.com. ციტირების თარიღი: 21 July 2015.
  7. 갓세븐, 박진영 곡으로 23일 컴백..티저 공개 '밝다' ko. OSEN. ციტირების თარიღი: 1 November 2015.
  8. Got Love by GOT7 on iTunes. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
  9. 갓세븐 ‘하지하지마’ MV공개 하루만에 유튜브 100만 돌파 ko. dongA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 February 2015. ციტირების თარიღი: 1 November 2015.
  10. GOT7 Tops Gaon Album Chart with ‘Identify’. Mwave. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 1 November 2015.
  11. Benjamin, Jeff. (June 11, 2015) GOT7 & Sistar Announced for KCON 2015 Los Angeles. ციტირების თარიღი: August 1, 2015.
  12. GOT7 ranks 4th on Oricon. Korea Herald. ციტირების თარიღი: 11 June 2015.
  13. Chart references for Just Right:
  14. GOT7、日本サード・シングル『LAUGH LAUGH LAUGH』. Tower Records (August 10, 2015). ციტირების თარიღი: August 11, 2015.
  15. GOT7 Rank Number 1 On Japan's Oricon Chart With 'Laugh Laugh Laugh'. Kpopstarz (September 24, 2015). ციტირების თარიღი: September 24, 2015.
  16. GOT7 Tops iTunes Charts in Numerous Countries. Mwave.interest.me. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 30 September 2015.
  17. GOT7 returns with ‘Fly’. The Korea Herald (March 21, 2015). ციტირების თარიღი: March 25, 2016.
  18. GOT7 returns in March with concert in April. ციტირების თარიღი: 2016-06-18
  19. Got7 official profiles. JYPE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 20 April 2015.
  20. Have You Got the Boys of Got7?. Kyunghyang Shinmun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 June 2014. ციტირების თარიღი: 2 April 2015.
  21. GOT7 Interview ‘You Shouldn’t Compare Us To 2PM’. ციტირების თარიღი: 11 May 2015.
  22. 22.0 22.1 JJ프로젝트, 박진영·임재범 이름에 금테까지 둘렀다 ko. Donga.com. ციტირების თარიღი: 20 July 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Got7&oldid=4603484“-დან