Centro Financiero Confinanzas
იერსახე
Centro Financiero Confinanzas | |
| |
ალტერნატიული სახელები | დევიდის კოშკი, Torre de David |
---|---|
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | ცათამბჯენი |
ქვეყანა | ვენესუელა |
მდებარეობა | კარაკასი |
კოორდინატები | 10°30′19″ ჩ. გ. 66°53′56″ დ. გ. / 10.50528° ჩ. გ. 66.89889° დ. გ. |
მფლობელი | Corpolago C. A |
დაიწყო | 1990 |
დასრულდა | დაუსრულებელი |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სიმაღლე | 190 მეტრი |
სართულთა რაოდენობა | 45 |
არქიტექტორ(ებ)ი | Enrique Gómez and Associates. |
სტრუქტურის ინჟინერი | Brewer and Brewer Engineers S.C. |
სხვა ინფორმაცია | |
სართულების რაოდება | 45 |
Centro Financiero Confinanzas — დაუსრულებელი ცათამბჯენი ვენესუელაში, დედაქალაქ კარაკასის ცენტრში. ცათამბჯენს მეტსახელი, დევიდის კოშკი, დაერქვა მთავარი ინვესტორის, დევიდ ბრილემბურგის გამო. ბრილემბურგი 1993 წელს გარდაიცვალა. ცენტრი კარაკასის ნათელი ფინანსური მომავლის სიმბოლო უნდა გამხდარიყო, თუმცა კონსტრუქციის მშენებლობას ხელი შეუშალა საბანკო კრიზისმა და მშენებლობა 1994 წელს შეწყდა. სანახევროდ აშენებული შენობა უსახლკაროებმა, სკვოტერებმა დაიკავეს 2007 წელს. მათ დაკავებული აქვთ შენობის 28 სართული, შეყვანილი აქვთ ძირითადი კომუნალური მომსახურებები 22 სართულზე. შენობაში 700 ოჯახი, 2500-მდე ადამიანი ცხოვრობს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Centro Financiero Confinanzas
- Torre David – a documentary film about Centro Financiero Confinanzas.
- Short documentary about residents of the Centro Financiero Confinanzas