შინაარსზე გადასვლა

ტომ ჰუპერი (რეჟისორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომ ჰუპერი
დაბადების სახელი ტომას ჯორჯ ჰუპერი
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი, 1972
ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1990–დღემდე
ოსკარი

საუკეთესო რეჟისორი

2011 — მეფის სიტყვა

ტომას ჯორჯ „ტომ“ ჰუპერი (ინგლ. Thomas George "Tom" Hooper; დ. 1972 წლის 1 ოქტომბერს) — ბრიტანელი კინორეჟისორი. გადაღებული აქვს ფილმები „მეფის სიტყვა“ და „საბრალონი“. „ოსკარის“ ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა“.

ტომ ჰუპერი დაიბადა ლონდონში 1972 წელს მერედით და რიჩარდ ჰუპერების ოჯახში. მერედითი იყო ავსტრალიელი მწერალი და მასწავლებელი, ხოლო რიჩარდი ინგლისელი ბიზნესმენი. ჰუპერმა მიიღო განათლება ჰაიგეიტისა და ვესტმინსტერის სკოლებში.

13 წლისამ გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფირი Painted Faces, Bolex-ის 16 მმ-იანი კამერით, რომელიც მას ბიძამ აჩუქა. 1992 წელს ფილმი აჩვენეს Channel 4-ზე. ფილმის წარმოება იყო ნაწილობრივ დაფინანსებული პოლ უაილენდის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]