რიო-ნეგრო (ამაზონი)
იერსახე
რიო-ნეგრო | |
---|---|
ამაზონის აუზი და მდინარე რიო-ნეგრო | |
ქვეყანა | კოლუმბია, ვენესუელა, ბრაზილია |
სიგრძე | 2,230 კმ |
აუზის ფართობი | 691,000 კმ² |
რიო-ნეგრო ვიკისაწყობში |
რიო-ნეგრო (ესპ. Rio Negro – „შავი მდინარე“) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის მარცხენა შენაკადი, რომელიც ამაზონს უერთდება ბრაზილიაში, ქალაქ მანაუსის სიახლოვეს. ნავსადგური ოკეანიდან 1600 კმ-ითაა დაშორებული, მაგრამ მაინც იღებს საზღვაო გემებს. მდინარის სიგრძე 2 250 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 691 000 კმ².
რიო-ნეგრო სათავეს იღებს კოლუმბიაში, ანდების მთებში. შემდეგ გაედინება ვენესუელის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც გადადის ბრაზილიაში. კოლუმბიაში მას რიო-გაიანიას სახელით იცნობენ.
მდინარის წყალი შავი ფერისაა, რაც რკინისა და ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობით არის განპირობებული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრუიზი რეო-ნეგროზე დაარქივებული 2021-01-29 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: