ვანდა მეტროპოლიტანო (სტადიონი)
სრული სახელი | ესტადიო ვანდა მეტროპოლიტანო |
---|---|
მდებარეობა | მადრიდი, ესპანეთი |
გაიხსნა | 6 სექტემბერი, 1994 |
აღდგა | 16 სექტემბერი, 2017 |
დაიხურა | 2004 |
მესაკუთრე |
მადრიდის ავტონომიური გაერთიანება (1992-2002) ატლეტიკო მადრიდი (2017-) |
ოპერატორი | ატლეტიკო მადრიდი |
კონსტრუქციის ღირებულება | 310 მილიონი ევრო [1] |
ტევადობა | 67 703 |
გუნდები | |
ატლეტიკო მადრიდი |
ესტადიო ვანდა მეტროპოლიტანო — საფეხბურთო სტადიონი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. მადრიდის „ატლეტიკოს“ საშინაო არენა.
სტადიონის სახელი უკავშირდება მის სპონსორს, ვანდა ჯგუფს, რომელიც ს.კ. ატლეტიკოს აქციების 20 პროცენტს ფლობს, ხოლო სტადიონის სპონსორი მინიმუმ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება.
თავდაპირველად არენა გაიხსნა 1994 წლის 6 სექტემბერს როგორც მსუბუქი ათლეტიკის სტადიონი. იგი მაშინ მადრიდის ავტონომიური გაერთიანებას ეკუთვნოდა. 2002 წელს სტადიონი ქალაქ მადრიდის მფლობელობაში გადავიდა, 2008 წელს კი ს.კ. ატლეტიკომ მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სტადიონის რეფორმირების პროექტის დასრულების შემდეგ იგი მას გადაეცემა 2017 წელს.
პირველი მატჩი ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართა „ატლეტიკოსა“ და „მალაგას“ შორის 2017 წლის 16 სექტემბერს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფარგლებში. მასპინძლებმა 1-0 გაიმარჯვეს.
2019 წელს სტადიონზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. „ლივერპულმა“ 2-0 დაამარცხა „ტოტენჰემი“ და მეექვსედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს. [2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ “El Wanda Metropolitano cuesta 310M€ y el Atleti ha puesto 170”.
- ↑ „Madrid to host UEFA Champions League Final 2019“. UFEA.com. Union of European Football Associations. 20 September 2017. ციტირების თარიღი: 20 September 2017.