დამოუკიდებლობის დღე (1996 წლის ფილმი)
„დამოუკიდებლობის დღე“ | |
---|---|
რეჟისორი | როლანდ ემერიხი |
პროდიუსერი | დინ დევლინი |
სცენარის ავტორი |
|
როლებში | |
მუსიკა | დევიდ არნოლდი |
ოპერატორი | კარლ ვალტერ ლინდენლაუბი |
მონტაჟი | დევიდ ბრენერი |
სტუდია | Centropolis Entertainment |
დისტრიბუტორი | 20th Century Fox |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 145 წთ.[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 75 მილიონი აშშ დოლარი[2][3] |
შემოსავ���ლი | 817.4 მილიონი აშშ დოლარი[2] |
„დამოუკიდებლობის დღე“ (ინგლ. Independence Day) — 1996 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური მოქმედებითი ფილმი, რომლის რეჟისორი და თანასცენარისტია როლან ემერიხი. ფილმში ადამიანების ჯგუფი ებრძვის დედამიწაზე თავდამსხმელ უცხოპლანეტელებს. სხვა ადამიანებთან ერთად ისინი გადადიან კონტრეშეტევაზე 4 ივლისს – აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს.
ევროპაში „ვარსკვლავური კარიბჭის“ პრომო-კამპანიისას, როდესაც ჰკითხეს, სწამდა თუ არა უცხო რასების არსებობის, ემერიხს დაებადა მომავალი ფილმის იდეა. დინ დევლინი თანამონაწილეობით მან შეიმუშავა დედამიწაზე უცხოპლანეტელთა თავდასხმის სიუჟეტი. გადაღება 1995 წლის ივლისში ნიუ-იორკში დაიწყო, ხოლო ფილმზე მუშაობა დასრულდა შემდეგი წლის 20 ივნისს.[4]
„დამოუკიდებლობის დღე“, რომელიც ჰოლივუდის ბლოკბასტერების ეპოქის გარდამტეხ ფილმად ითვლება, გამოვიდა 1996 წლის 3 ივლისს, თუმცა მაყურებელთა მხრიდან დიდი ინტერესის გამო შეზღუდული პრემიერა გაიმართა 2 ივლისს (როდესაც იწყება ფილმში ასახული მოვლენები). იგი იქცა 1996 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად - 817.4 მილიონი აშშ დოლარით და, მცირე დროით, 1993 წლის „იურული პარკის“ შემდეგ ყველაზე შემოსავლიანად. 2016 წლის ივნისისთვის იგი კვლავ შედის ყველა დროის შემოსავლიანი ფილმების სიაში (55-ე ადგილზე) და ითვლება 90-იანების კატასტროფის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრების კატეგორიებში ერთ-ერთ მოწინავედ. „დამოუკიდებლობის დღეს“ მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის და ნომინაცია ამავე ჯილდოზე ხმის საუკეთესო მონტაჟისთვის.[5] მისი გაგრძელება, „დამოუკიდებლობის დღე: აღორძინება“, გამოვიდა 20 წლის შემდეგ, 2016 წლის 24 ივნისს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დამოუკიდებლობის დღე (1996 წლის ფილმი)“ ვიკისაწყობში.
- „დამოუკიდებლობის დღე“ 20th Century Fox-ის საიტზე
- „დამოუკიდებლობის დღე“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „დამოუკიდებლობის დღე“ — Box Office Mojo-ზე
- „დამოუკიდებლობის დღე“ — Rotten Tomatoes
- „დამოუკიდებლობის დღე“ — Metacritic-ზე
- „დამოუკიდებლობის დღე“ — TCM-ის მონაცემთა ბაზაში
- „დამოუკიდებლობის დღე“ Wayback Machine-ზე (10 დეკემბერი, 1997)
- „დამოუკიდებლობის დღე“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 1996. ციტირების თარიღი: November 14, 2013.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ INDEPENDENCE DAY (12). British Board of Film Classification (July 21, 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 11, 2016. ციტირების თარიღი: March 10, 2016.
- ↑ 2.0 2.1 Independence Day (1996). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: February 5, 2009.
- ↑ Independence Day (1996) Synopsis Rotten tomatoes. Retrieved September 25, 2007.
"With a $71 million budget and mind-blowing special effects..." - ↑ Rebecca Ascher-Walsh. (12 ივლისი, 1996) SPACE UNDER FIRE. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-09. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2008.
- ↑ "Awards for Independence Day." IMDb წაკითხვის თარიღი 4 სექტემბერი, 2012.
|