მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Relics (ქართ. რელიკვიები), ქვესათაურით A Bizarre Collection of Antiques & Curios — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1971 წლის კომპილაციური ალბომი. იგი გამოირჩევა იმით, რომ გარდა მოგვიანებით სხვადასხვა კრებულებში შეტანილი სიმღერების გარდა, შეიცავს როჯერ უოტერსის იშვიათ სიმღერას „Biding My Time“. ალბომის გარეკანზე გამოსახულია ნიკ მეისონის მიერ დახატული ნივთების კომპოზიცია. მოგვიანებით, CD-ის გარეკანის დიზაინისთვის ნიკ მეისონმა იგივე კომპოზიცია გადაიტანა მსგავსი, რეალისტური კონსტრუქციის სახით.
ალბომი თავის დროზე იშვიათ გამოცემად იქცა, რადგან ჯგუფის ნებართვის გარეშე გამოიცა და მალევე ამოიღეს გაყიდვიდან.
დისკის The Early Singles გამოცემამდე (1992), Relics ცნობილი იყო იმით, რომ შეიცავდა პინკ ფლოიდის პირველ სინგლებს, „Arnold Layne“ და „See Emily Play“. დისკში ასევე შეტანილია როჯერ უოტერსის „Biding My Time“, რომელიც სრულდებოდა 1969 წლის კონცერტებზე. მას კონცერტებიდან მსმენელი იცნობდა, როგორც Work/Afternoon.
დისკმა ბრიტანულ რეიტინგში #34 ადგილს მიაღწია, ხოლო ამერიკულში - #153 ადგილს. მეორე ბრიტანული გამოცემა #48 ადგილზე გავიდა.
Capitol-ის აუდიოკასეტის გამოცემაში (4N-16234) სიმღერების თანმიმდევრობა განსხვავდება.
ალბომის გარეკანის ავტორია ნიკ მეისონი. მისივე აღიარებით, ეს მისი ერთადერთი ნორმალური ნამუშევარია.
როდესაც ალბომი გამოვიდა კომპაქტ დისკის სახით, დიზაინერ სტორმ თორგერსონის ჩანაფიქრით, ნიკ მეისონმა შექმნა გარეკანის ახალი ვერსია, რომელზეც ორიგინალზე გამოსახული ყველა ობიექტი გადატანილია რეალური სახით - ანუ დამზადებულია რეალური საგნებისგან.
- აშშ გამოცემაზე გამოსახული ოთხთვალიანი ნიღაბი სინამდვილეში არის ბოთლის გასახსნელი
- როგორც ცნობილია, სიმღერაში Remember a Day უკრავს როგორც სიდ ბარეტი, ასევე დეივიდ გილმორიც
- აუდიოკასეტაზე სიმღერა სხვა თანმიმდევრობით არის ჩაწერილი
- ↑ Povey, Glenn (2006). „The Sound of Music in My Ears 1970–1971“, Echoes : The Complete History of Pink Floyd, New, Mind Head Publishing, გვ. 142. ISBN 978-0-9554624-0-5. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2012.
- ↑ Allmusic-ის მიმოხილვა
- ↑ Blender-ის მიმოხილვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-14. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
- ↑ Yahoo! Music-ის მიმოხილვა
- ↑ http://www.bbc.co.uk/music/reviews/fmjw/
- ↑ კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6.
- ↑ "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 7519." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2016.
- ↑ „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2016.
- ↑ British album certifications – Pink Floyd. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Search. შეიყვანეთ Artist ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ფილმები |
კონცერტები | |
---|
| მხატვრული | |
---|
| დოკუმენტური | |
---|
|
---|
| ტურნეები | |
---|
| სიები | |
---|
| დაკავშირებული მედია და პროექტები | |
---|
| დაკავშირებუ���ი თემები | |
---|
| |
|