შინაარსზე გადასვლა

ნაპოლი (საფეხბურთო კლუბი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაპოლი
ლოგო
სრული სახელი Società Sportiva Calcio Napoli S.p.A
მეტსახელი აძური (Azzurri),
პართენოპეელები (Partenopei)
დაარსდა 25 აგვისტო, 1926; 98 წლის წი�� (1926-08-25)
სტადიონი დიეგო არმანდო მარადონა
ნეაპოლი, იტალია
(ტევადობა: 54 726)
პრეზიდენტი იტალიის დროშა აურელიო დე ლაურენტისი
მწვრთნელი იტალიის დროშა ანტონიო კონტე
კაპიტანი იტალიის დროშა ჯოვანი დი ლორენცო
ლიგა სერია A
2023–24 მე-10
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი ნაპოლი (იტალ. Società Sportiva Calcio Napoli) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ნეაპოლიდან. ჩამოყალიბდა 1926 წლის 25 აგვისტოს. ასპარეზობს იტალიის სერია A-ში. იტალიის სამგზის ჩემპიონი, იტალიის თასის ექვსგზის, იტალიის სუპერთასის ორგზის და უეფა-ს თასის მფლობელი.[1][2] 2016 წლის იანვარში უეფა-მ „ნაპოლი“ დაასახელა ევროპის მე-7 და იტალიის მე-2 საუკეთესო კლუბად. კლუბის საშინაო სტადიონია „დიეგო არმანდო მარადონა“.

დაარსების დღიდან კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად იწოდებოდა როგორც „Associazione Calcio Napoli“, 1964 წელს გადაერქვა სახელი და ეწოდა „Società Sportiva Calcio Napoli“. ამ სახელს ატარებდა კლუბის გაკოტრებამდე — 2004 წლამდე. ახალმა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა აღადგინა კლუბი და უწოდა „Napoli Soccer“, ხოლო 2006 წელს მან კლუბს ძველი სახელი — Società Sportiva Calcio Napoli დაუბრუნა.

2017–18 სეზონზე, სერია A-ში, „ნაპოლიმ“ 90 ქულით შეძლო მეორე ადგილის დაკავება.

ფეხბურთის ისტორია ნეაპოლში 1904 წლიდან იღებს სათავეს, მას შემდეგ, რაც ინგლისელმა მეზღვაურმა უილიამ პოტსმა, მისმა კომპანიონმა ჰექტორ ბაიონმა და ნეაპოლელებმა — ამადეო სალსიმ, კატერინამ და კონფორდიმ ნეაპოლის საფეხბურთო და კრიკეტის კლუბი (Naples Foot-Ball & Cricket Club) დააარსეს.[3][4] კლუბის პრეზიდენტი ამადეო სალსი გახდა. პირველი მატჩი ნეაპოლელებმა ინგლისური გემის „არაბიკის“ ეკიპაჟის წევრებთან გამართეს და ანგარიშით 3–2 მოიგეს. 1906 წელს სიტყვა „კრიკეტი“ კლუბის დასახელებიდან ამოვარდა და კლუბს ნეაპოლის საფეხბურთო კლუბი (Naples Foot-Ball Club) ეწოდა.

ვინაიდან იტალიის ჩემპიონატის ადრეულ გათამაშებაში ქვეყნის სამხრეთის კლუბები არ მონაწილეობდნენ, „ნეაპოლი“ თამაშს ნავსადგურში შესული გემების მეზღვაურებთან განაგრძობდა ან ლიპტონის თასის (La Coppa Lipton) გათამაშებაში მონაწილეობდა, რომლის მოსაპოვებლად ერთმანეთს ნეაპოლისა და პალერმოს კლუბები ეპაექრებოდნენ.[5] 1909 და 1911 წლებში „ნეაპოლმა“ ამ თასის მოპოვება ორჯერ შეძლო. ამ დროისთვის ნეაპოლელთა საფეხბურთო ფორმის ფერებმა უკვე ამჟამად ყველასათვის ნაცნობი სახე შეიძინეს — ლურჯი მაისურები და თეთრი ტრუსები.[6]

სერია A
  • 1st ჩემპიონი (3): 1986–87, 1989–90, 2022–23
  • 2nd ვიცე-ჩემპიონი (8): 1967–68, 1974–75, 1987–88, 1988–89, 2012–13, 2015–16, 2017–18, 2018–19
  • 3rd ბრინჯაოს პრიზიორი (11): 1932–33, 1933–34, 1965–66, 1970–71, 1973–74, 1980–81, 1985–86, 2010–11, 2013–14, 2016–17, 2021–22
იტალიის თასი
  • თასის მფლობელი (6): 1961–62, 1975–76, 1986–87, 2011–12, 2013–14, 2019–20
  • ფინალისტი (4): 1971–72, 1977–78, 1988–89, 1996–97
იტალიის სუპერთასი
  • თასის მფლობელი (2): 1990, 2014
  • ფინალისტი (2): 2012, 2020
უეფა-ს თასი
  • თასის მფლობელი: 1989

უეფას საკლუბო კოეფიციენტების რეიტინგი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 23 ოქტომბერი, 2023 [7][8]
გუნდი ქულა
14 გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი 73.000
15 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი 72.000
16 იტალიის დროშა ნაპოლი 71.000
17 პორტუგალიის დროშა ბენფიკა 69.000
18 ესპანეთის დროშა ვილიარეალი 68.000

მიმდინარე შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 30 აგვისტო, 2024[9]
მოთამაშე ქვეყანა დაბადების თარიღი ყოფილი კლუბი
მეკარეები
1 ალექს მერეტი იტალიის დროშა 22 მარტი, 1997 (1997-03-22) (27 წლის) იტალიის დროშა უდინეზე
14 ნიკიტა კონტინი იტალიის დროშა 21 მაისი, 1996 (1996-05-21) (28 წლის) კლუბის აღზრდილი
25 ელია კაპრილე იტალიის დროშა 25 აგვისტო, 2001 (2001-08-25) (23 წლის) იტალიის დროშა ბარი
მცველები
4 ალესანდრო ბონჯორნო იტალიის დროშა 6 ივნისი, 1999 (1999-06-06) (25 წლის) იტალიის დროშა ტრაპანი
5 ჟუან ჟეზუსი ბრაზილიის დროშა 10 ივნისი, 1991 (1991-06-10) (33 წლის) იტალიის დროშა რომა
13 ამირ რაჰმანი კოსოვოს დროშა 24 თებერვალი, 1994 (1994-02-24) (30 წლის) იტალიის დროშა ელას ვერონა
16 რაფა მარინი ესპანეთის დროშა 19 მაისი, 2002 (2002-05-19) (22 წლის) ესპანეთის დროშა ალავესი
17 მათიას ოლივერა ურუგვაის დროშა 31 ოქტომბერი, 1997 (1997-10-31) (27 წლის) ესპანეთის დროშა ხეტაფე
22 ჯოვანი დი ლორენცო იტალიის დროშა 4 აგვისტო, 1993 (1993-08-04) (31 წლის) იტალიის დროშა ემპოლი
30 პასკუალე მაძოკი იტალიის დროშა 27 ივლისი, 1995 (1995-07-27) (29 წლის) იტალიის დროშა სალერნიტანა
37 ლეონარდო სპინაცოლა იტალიის დროშა 25 მარტი, 1993 (1993-03-25) (31 წლის) იტალიის დროშა რომა
ნახევარმცველები
6 ბილი გილმორი შოტლანდიის დროშა 11 ივნისი, 2001 (2001-06-11) (23 წლის) ინგლისის დროშა ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი
8 სკოტ მაკტომინეი შოტლანდიის დროშა 8 დეკემბერი, 1996 (1996-12-08) (27 წლის) ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
68 სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის დროშა 25 ნოემბერი, 1994 (1994-11-25) (29 წლის) ესპანეთის დროშა სელტა
79 მატია პოპოვიჩი სერბეთის დროშა 8 იანვარი, 2006 (2006-01-08) (18 წლის) იტალიის დროშა მონცა
90 მაიკლ ფოლორუნშო იტალიის დროშა 7 თებერვალი, 1998 (1998-02-07) (26 წლის) იტალიის დროშა ელას ვერონა
99 ანდრე ზამბო-ანგისა კამერუნის დროშა 16 ნოემბერი, 1995 (1995-11-16) (28 წლის) ესპანეთის დროშა ვილიარეალი
თავდამსხმელები
7 დავიდ ნერესი ბრაზილიის დროშა 3 მარტი, 1997 (1997-03-03) (27 წლის) პორტუგალიის დროშა ბენფიკა
11 რომელუ ლუკაკუ ბელგიის დროშა 13 მაისი, 1993 (1993-05-13) (31 წლის) იტალიის დროშა რომა
18 ჯოვანი სიმეონე არგენტინის დროშა 15 სექტემბერი, 1999 (1999-09-15) (25 წლის) იტალიის დროშა ელას ვერონა
21 მატეო პოლიტანო იტალიის დროშა 3 აგვისტო, 1993 (1993-08-03) (31 წლის) იტალიის დროშა ინტერი მილანი
26 სირილ ნგონგე ბელგიის დროშა 26 მაისი, 2000 (2000-05-26) (24 წლის) იტალიის დროშა ელას ვერონა
77 ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს დროშა 12 თებერვალი, 2001 (2001-02-12) (23 წლის) საქართველოს დროშა დინამო ბათუმი
81 ჯაკომო რასპადორი იტალიის დროშა 18 თებერვალი, 2000 (2000-02-18) (24 წლის) იტალიის დროშა სასუოლო
მთავარი მწვრთნელი
ანტონიო კონტე იტალიის დროშა 31 ივლისი, 1969 (1969-07-31) (55 წლის) ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური

პრეზიდენტები და მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია „ნაპოლის“ პრეზიდენტების, მწვრთნელების და ტექნიკური დირექტორების სია კლუბის დაარსების დღიდან.[10][11]

პრეზიდენტები
პრეზიდენტები

[[|Leggi...]]
მწვრთნელები და ტექნიკური დირექტორები
მწვრთნელები და ტექნიკური დირექტორები

[[|Leggi...]]

სპონსორები და ეკიპირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წლები მწარმოებელი სატიტულო სპონსორი
1978–1980 Puma არა
1981–1982 Snaidero
1981–1981 NR
1982–1983 Cirio
1983–1984 Latte Berna
1984–1985 Linea Time Cirio
1985–1988 NR Buitoni
1985–1991 Mars
1991–1994 Umbro Voiello
1994–1996 Lotto Record Cucine
1996–1997 Centrale del Latte di Napoli
1997–1999 Nike Polenghi
1999–2000 Nike Peroni
2000–2003 Diadora Peroni
2003–2004 Legea Russo Cicciano
2004–2006 Kappa Sky Captain / Christmas in Love / Manuale d’amore / Mandi
2005–2006 Lete
2006–2009 Diadora
2009–2011 Macron
2011–2014 Lete / MSC Cruise (მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა)
2014 Lete-Pasta Garofalo (მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა)
2015 Kappa
„დიეგო არმანდო მარადონა“

კლუბის არსებობის მანძილზე „ნაპოლის“ საშინაო სტადიონი სულ 5 არენა იყო.

  • „არენაჩია“ (Stadio Militare dell'Arenaccia): 1926 წლიდან 1929 წლამდე
  • „არტურო კოლანა“ (Stadio Arturo Collana): 1929 წლიდან 1930 წლამდე; 1933 წლიდან 1934 წლამდე; 1942 წლიდან 1943 წლამდე; 1946 წლიდან 1949 წლამდე
  • „ასკარელი“ (Stadio Ascarelli): 1929 წლიდან 1930 წლამდე; 1934 წლიდან 1942 წლამდე
  • „დიეგო არმანდო მარადონა“ (სტადიონი „დიეგო არმანდო მარადონა“, 2020 წლამდე — „სან პაოლო“): 1959 წლიდან

„დიეგო არმანდო მარადონა“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ნაპოლი“ „სან პაოლოს“ სტადიონზე 1959 წელს გადავიდა. არენა 54 726 მაყურებელს იტევს და ტევადობით მე-3 სტადიონია („სან სიროსა“ და „სტადიო ოლიმპიკოს“ შემდეგ) იტალიაში. ეს იყო ერთ-ერთი არენა, რომელიც 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა, სწორედ მასზე გაიმართა ნახევარფინალური მატჩი არგენტინასა და იტალიას შორის, რამაც შემდგომში გარკვეული გავლენა მოახდინა ნეაპოლიტანური კლუბის ისტორიაზე.

2020 წლის 4 დეკემბერს სტადიონს „დიეგო არმანდო მარადონა“ ეწოდა.[16][17]

ჩატარებული მატჩების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ნაპოლის“ მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით თანაკლუბელებს შორის პირველობას ინარჩუნებს სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი — 520 შეხვედრა ყველა ტურნირზე, ჰამშიკი ასევე ფლობს რეკორდს, როგორც ეროვნულ ლიგაში ჩატარებული მატჩების (408), ასევე უეფას შეჯიბრებებში ჩატარებული მატჩების (80) მიხედვითაც.

განახლდა: 22 მაისი, 2022''

მხოლოდ სატურნირო მატჩები, შეცვლების ჩათვლით.[18][19]

მოთამაშე წელი ლიგა (სერია A) თასი უეფა სხვა ჯამში
1 სლოვაკეთის დროშა ჰამშიკი, მარეკმარეკ ჰამშიკი 2007–2019 408 (408) 32 80 0 520
2 იტალიის დროშა ბრუსკოლოტი, ჯუზეპეჯუზეპე ბრუსკოლოტი 1972–1988 387 (387) 96 26 2 511
3 იტალიის დროშა ჯულიანო, ანტონიოანტონიო ჯულიანო 1962–1978 394 (355) 72 20 19 505
4 იტალიის დროშა ინსინიე, ლორენცოლორენცო ინსინიე 2009–2022 337 (337) 23 73 1 434
5 ბელგიის დროშა მერტენსი, დრისდრის მერტენსი 2013–2022 295 (295) 23 79 0 397
6 იტალიის დროშა ფერარიო, მორენომორენო ფერარიო 1977–1988 310 (310) 70 16 0 396
7 ესპანეთის დროშა კალეხონი, ხოსეხოსე კალეხონი 2013–2020 255 (255) 25 69 0 349
8 იტალიის დროშა ფერარა, ჩიროჩირო ფერარა 1984–1994 247 (247) 47 28 0 322
9 სენეგალის დროშა კულიბალი, კალიდუკალიდუ კულიბალი 2014–2022 236 (236) 17 64 0 317
10 იტალიის დროშა მაჯო, კრისტიანიკრისტიანი მაჯო 2008–2018 223 (223) 21 47 0 307

გატანილი ბურთების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 13 ივნისს, იტალიის თასის მატჩში „ინტერნაციონალეს“ წინააღმდეგ, ბელგიელმა დრის მერტენსმა „ნაპოლიში“ თავისი 122-ე გოლი გაიტანა და გახდა კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გატანილი ბურთების მიხედვით. სულ კი მის ანგარიშზეა 148 გატანილი ბურთი ყველა ტურნირის ჩათვლით.

განახლდა: 22 მაისი, 2022''

მხოლოდ სატურნირო მატჩები.[18][19]

მოთამაშე წელი ლიგა (სერია A) თასი უეფა სხვა ჯამში საშ.
1 ბელგიის დროშა მერტენსი, დრისდრის მერტენსი 2013–2022 113 (113) 7 28 0 148 (397) 0.373
2 იტალიის დროშა ინსინიე, ლორენცოლორენცო ინსინიე 2009–2022 96 (96) 8 18 0 122 (434) 0.281
3 სლოვაკეთის დროშა ჰამშიკი, მარეკმარეკ ჰამშიკი 2007–2019 100 (100) 5 16 0 121 (520) 0.233
4 არგენტინის დროშა მარადონა, დიეგოდიეგო მარადონა 1984–1991 81 (81) 29 5 0 115 (259) 0.444
5 პარაგვაის დროშა იტალიის დროშა სალუსტრო, ატილაატილა სალუსტრო 1926–1937 106 (78) 1 0 1 108 (266) 0.406
6 ურუგვაის დროშა კავანი, ედინსონიედინსონი კავანი 2010–2013 78 (78) 7 19 0 104 (138) 0.754
7 იტალიის დროშა ვოიაკი, ანტონიოანტონიო ვოიაკი 1929–1935 102 (102) 0 0 1 103 (194) 0.531
8 ბრაზილიის დროშა იტალიის დროშა ალტაფინი, ჟოზეჟოზე ალტაფინი 1965–1972 71 (71) 11 0 15 97 (234) 0.415
9 ბრაზილიის დროშა კარეკა 1987–1993 73 (73) 15 8 0 96 (221) 0.434
10 არგენტინის დროშა იგუაინი, გონსალოგონსალო იგუაინი 2013–2016 71 (71) 3 15 2 91 (149) 0.611
11 ესპანეთის დროშა კალეჰონი, ხოსეხოსე კალეჰონი 2013–2020 64 (64) 6 12 0 82 (349) 0.235
12 იტალიის დროშა სავოლდი, ჯუზეპეჯუზეპე სავოლდი 1975–1979 55 (55) 19 3 0 77 (165) 0.467
13 ბრაზილიის დროშა ვინისიო, ლუისლუის ვინისიო 1955–1960 69 (69) 3 0 0 70 (155) 0.452
ბრაზილიის დროშა კანე 1962–1975 56 (56) 4 0 10 70 (254) 0.276
15 შვედეთის დროშა იეპსონი, ჰანსჰანს იეპსონი 1952–1956 51 (51) 0 0 10 51 (112) 0.455
  • Gianni Nicolini, La storia del Napoli, Editrice Italiana Roma, 1967.
  • Elio Tramontano, Da Sallustro a Maradona: 90 anni di storia del Napoli, Napoli, Edizioni Meridionali, 1984.
  • Francesco Caremani, Napoli 2000 - l'album azzurro dalle origini a oggi, Genova, Sagep, 2000, ISBN 88-7058-799-1.
  • Amalia Signorelli, Cultura popolare a Napoli e in Campania nel Novecento, Napoli, Guida Editori, 2002, ISBN 978-88-7188-643-5.
  • Almanacco illustrato del Calcio 2003, Edizioni Panini, 2003.
  • Giuseppe Pacileo, Pietro Gargano, 80 anni di passione - La storia del Napoli dal 1926 al 2006, Napoli, Il Mattino, 2006.
  • Piergiorgio Renna, Il football a Napoli, Cassino, Idea Stampa, 2008, ISBN 978-88-902324-3-5.
  • Enrico Varriale, Napoli 8½ - Il film degli 85 anni d'amore tra la città e la sua squadra, Bologna, Minerva Edizioni, 2011, ISBN 978-88-7381-381-1.
  • Giampaolo Materazzo, Dario Sarnataro, 1001 storie e curiosità sul grande Napoli che dovresti conoscere, Roma, Newton Compton editori, 2013, ISBN 978-88-541-5973-0.
  • Almanacco illustrato del Calcio 2014, Panini Edizioni, 2014.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Facebook · Instagram · Twitter · Twitter (esp) · Twitter (eng) · Twitter (por) · Snapchat
თემატური საიტები
euro-football.ru · FootballDatabase.eu · Soccerway · Transfermarkt · Serie A
ვიდეო
TikTok · YouTube
  1. პრეზიდენტის უფლებამოსილებას დროებით ახორციელებდა კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ემილიო რეალე, ეუჯენიო კოპოლა, გუსტავო ძინძარო, ელია და პიკეტი.
  2. 1945 წლის 19 იანვრიდან.
  3. 1945 წლის 28 ოქტომბრიდან 1948 წლის 7 იანვრამდე.
  4. 1948 წლის 7 იანვრიდან.
  5. მმართველი დირექტორი 1948 წლის 14 იანვრიდან და საგანგებო კომისარი 1948 წლის 29 იანვრიდან მირანტეს, ეჯიდიო მუსოლინოსა და ფრანჩესკო კაპუტოს კონტროლის ქვეშ.
  6. პირველი „სკუდეტო“ — „ნაპოლის“ გულშემატკივრები ზეიმობენ გუნდის პირველ „სკუდეტოს“ 1987 წლის მაისში.
  7. „ნაპოლის“ გულშემატკივრები „სან პაოლოს“ სტადიონზე.
  8. დიეგო მარადონა თანაკლუბელებთან ერთად ზეიმობს უეფას თასის მოგებას „შტუტგარტის“ დამარცხების შემდეგ, 1989 წლის მაისი.
  9. „ნაპოლი“ 2014 წლის იტალიის სუპერთასის მოგებას აღნიშნავს.
  10. მარეკ ჰამშიკი — კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით.
  11. დრის მერტენსი — კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გატანილი ბურთების მიხედვით.
  1. „La storia del Calcio Napoli sino ai giorni nostri“ (Italian). Ale Napoli. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)
  2. „Storia“ (Italian). Calcio Napoli Net. 26 ივნისი, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. „Storia Del Club, by Pietro Gentile and Valerio Rossano“ (იტალიური). Napoli 2000. 23 June 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 July 2007.
  4. „Willy Garbutt, The Italian Trailblazer“. British Council. 23 June 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 March 2008.
  5. I primi 60 anni: dalla nascita alla Coppa Lipton / cuorerosanero.com
  6. Storia del calcio Napoli: aneddoti e curiosità
  7. UEFA.com. UEFA Coefficients – Club coefficients. UEFA.
  8. Club coefficients // UEFA.com
  9. Team 2022/23 დაარქივებული 2023-04-24 საიტზე Wayback Machine. // sscnapoli.it
  10. Tutti i presidenti da Ascarelli a De Laurentiis / sscnapoli.it
  11. Le rose storiche del Napoli / sscnapoli.it
  12. Comincia per il Napoli il campionato della riscossa - Breve intervista col neo presidente degli azzurri
  13. 1945 წლის 21 თებერვლიდან
  14. Mario Improta, Numeri Azzurri, Fratelli Frilli Editori, pagine 48 e 50
  15. Gazzetta dello Sport, diverse edizioni del luglio 1968
  16. Official: Stadio Diego Armando Maradona / football-italia.net
  17. Стадион «Наполи» официально получил имя Диего Марадоны / eurosport.ru
  18. 18.0 18.1 Tutti i calciatori del Napoli Italian. ციტირების თარიღი: 9 August 2014.
  19. 19.0 19.1 SSC Napoli - I record dei giocatori Italian. ციტირების თარიღი: 10 August 2014.